5 ივლისის საქმე

02 მარტი 2022, 14:06 1861 ნახვა

5 ივლისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში  დაზარალებულის სტატუსით ჟურნალისტები და ოპერატორები იკითხებიან.  

სასამართლომ  უკვე მოუსმინა ფორმულას ჟურნალისტ რატი  წვერავას.  

ჟურნალისტის განცხადებით,  მან არაერთხელ თუმცა უშედეგოდ მიმართა პროკურატურას ბრალდებულთა წრის გაფართოვების მოთხოვნით, რადგან ჟურნალისტის  განცხადებით მასზე მოძალადე 5 პირიდან მხოლოდ ერთია პასუხისგებაში მიცემული. დაზარალებული დავას  სტრასბურგში გააგრძელებს.

სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ  ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულების მხარდამჭერები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჯერ რატი წვერავას, შემდეგ კი  მედიის სხვა წარმომადგენლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში