რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის საკრებულოს შენობაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

02 მარტი 2022, 16:14 715 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის საკრებულოს შენობაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას ხარკოვის სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ადასტურებს.

ამ დროისთვის დამატებით, გარდაცვლილებისა და დაშავებულების  შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღეს დილით, ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაზიანდა პოლიციიის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და კარაზინის ეროვნული უნივერსიტეტის შენობები.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში