შარლ მიშელი უკრაინელ დევნილებს შეხვდა

02 მარტი 2022, 18:05 925 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლონეთში ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტის მიზანი უკრაინაში განვითარებული მოვლენებია. როგორც შარლ მიშელმა განაცხადა, ევროპულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მოახდინოს 500 მილიონი ევროს მობილიზება ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რათა დაკმაყოფილდეს კონკრეტული და დამატებითი საჭიროებები. ევროპელი ლიდერი ადგილზე  უკრაინიდან დევნილებს  შეხვდა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა უკრაინელი დევნილები მიიღოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში