უკრაინაში მცხოვრები ქართველი ადგილობრივებს პურს უფასოდ ურიგებს

02 მარტი 2022, 18:18 2660 ნახვა

ბოლო 2 დღეა სიმშვიდეა უკრაინაში ხერსონის ოლქის  ქალაქ  ძველ კახოვკაში. რუსეთის შემოტევების პარალელურად ადგილობრივები ერთმანეთს  პროდუქტებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით და ტანსაცმლით  ეხმარებიან.  ვრცელდება კადრები, როგორ  არიგებს უფასოდ  პურს იქ მცხოვრები  ქართველი  - არსენ სურმანიძე.  მისი ინფორმაციით,  2 დღის წინ  ქალაქში ისმოდა დაბომბვის ხმა, მოსახლეობის ნაწილი სარდაფს, ნაწილი კი საცხოვრებელ სახლებს აფარებს თავს. ძველ კახოვკაში აფეთქებულია ქალაქში შემოსასვლელი  ხიდები, შეზრუდულია გადაადგილება,  მოქმედებს კომენდანტის საათი და მოქალაქეები აუცილებლობის შემთხვევაში გადიან მხოლოდ გარეთ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში