ვითარება უკრაინაში

02 მარტი 2022, 19:55 1062 ნახვა

რუსეთი-უკრაინის მოლაპარაკებები დღეს საღამოს გაიმართება. ინფორმაცია უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ დაადასტურა, თუმცა შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობი რჩება. „უკრაინა თავის ჰუმანურ ისტორიას წერს“ - ასეთია ოფიციალური კიევის განცხადება. რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გამო, უკრაინა მადლობას უხდის პარტნიორებს. რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე თითქმის 836 ათასმა ადამიანმა დატოვა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით კი, დღემდე უკრაინის 2000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რუსეთის ტონი კი უფრო აგრესიული ხდება. ერთ-ერთ ინტერვიუში ქვყენის პირველი დიპლომატის თქმით,  "მესამე მსოფლიო ომი იქნება დამანგრეველი ბირთვული ომი". უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიას მე-7 დღეა უმკლავდება. კიევსა და ხარკოვში კომენდანტის საათი გამოცხადდა

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში