ჰააგის სასამართლო უკრაინაში ომის დანაშაულის გამოძიებას იწყებს

03 მარტი 2022, 10:13 2022 ნახვა

ჰააგის ტრიბუნალმა უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის სამხედრო დანაშაულებების  გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა.

პირველადი ანალიზის შემდეგ ჩანს, რომ უკრაინაში შესაძლოა ჩადენილია ჰააგის სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოქცეული დანაშაულები.

კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც პოტენციურად ასეთად შეიძლება ჩაითვალოს, უკვე გამოვლენილია და  საფუძვლად დაედება გამოძიებას“, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

მანამდე კარიმ ჰანმა განაცხადა, რომ აპირებს სასამართლოს საპრეზიდენტო საბჭოს მიმართოს გამოძიების დაწყების ნებართვისთვის, მაგრამ 38 ქვეყნის ტრიბუნალის მიმართვამ მას მუშაობის დაუყონებლივ დაწყების საბაბი მისცა. ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მიმართვაა - მისი ინიციატორი ბრიტანეთის ხელისუფლებაა.

მანამდე უკრაინამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი გაეროს  საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში