რუსთავის ციხის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა

03 მარტი 2022, 10:01 753 ნახვა

რუსთავის მე-12 პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შოთა თუთბერიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით,  საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტით.

ასევე, აღნიშნულ ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაწყებულია მოკვლევა. გუშინ, სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპატიმროს ბადრაგმა ჯერ მიხეილ სააკაშვილს აგინა, შემდეგ კი სიტყვიერი და ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მის ადვოკატს, შოთა თუთბერიძესაც მიაყენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში