თუ პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენ დავნებდებით, მან არაფერი იცის უკრაინის შესახებ - ზელენსკი

03 მარტი 2022, 13:59 864 ნახვა

ვლადიმირ პუტინი ცდება, თუ ფიქრობს, რომ უკრაინელები შეიძლება გატეხონ ან აიძულონ დანებება-ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ზუსტად 2 წლის წინ უკრაინაში Covid-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და ზუსტად ერთი კვირის წინ უკრაინას სხვა ვირუსი დაატყდა თავს, რომელიც შეპყრობილია ტერიტორიების ანექსიით და ოკუპაციით.

"ჩვენი გადანდგურება ბევრჯერ უნდოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს. ბევრი რამ გამოვიარეთ და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ უკრაინელები შეშინდებიან, გატყდებიან ან დანებდებიან, მან არაფერი იცის უკრაინაზე და არაფერი ესაქმება უკრაინაში. წადით სახლში, დაიცავით რუსულად მოსაუბრე ადამიანები, არა მსოფლიო მასშტაბით, არამედ საკუთარ ქვეყანაში"- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ძირითადი პრიორიტეტი დედაქალაქის დაცვაა, თუ დედაქალაქს დაიცავენ - დაცული იქნება ქვეყანაც.

"ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი. ყველას მოვუწოდებთ სასწრაფო რეაგირებისკენ.

რუსეთისთვის ახლა ხარკოვი და კიევი - მთავარი სამიზნეა. დედაქალაქის თავდაცვა - სახელმწიფოსთვის ძირითადი პრიორიტეტია. დავიცავთ კიევს - დავიცავთ ქვეყანას," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში