ფულადი დამხარება ომში დაღუპულების ოჯახებს

03 მარტი 2022, 18:39 859 ნახვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და  2012 წლის ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის დროს დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს დედის დღესთან დაკავშირებით  ათას-ათასი ლარი გადაეცემათ.  თანხას მათ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში გადასცემს. ეს თანხა მათთვის  უწყების სპეციალური პროგრამით არის გათვალისწინებული. ამის გარდა  ომში დაღუპული მეომრების თითოეულ ოჯახს აგვისტოში  3 ათასი ლარი გადაეცემათ.  ორივე პროგრამისთვის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს   ბიუჯეტში წელს 115 ათას ლარი აქვს გათვალისწინებული.   

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში