რუსეთის ჩემპიონატის ლეგიონერებს კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება ექნებათ

03 მარტი 2022, 20:24 815 ნახვა

ხორვატული გამოცემის "Jutarnij List" -ის ინფორმაციით რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს კლუბებთან კონტაქტის ცალმხრივად გაწყვეტის საშუალება ექნებათ.

უახლოეს 7-10 დღეში ფიფა ამ პროცესს მწვანე შუქს აუნთებს. ეს სიჩქარე იმით არის განპირობებული რომ ჯერ კიდევ არის ავიარეისები სტამბოლის და ბელგრადის მიმართულებით. ფეხბურთელები რომლებიც კონტაქტს გაწყვეტენ მიუხედავად იმისა რომ სატრანსფერო ფანჯარა დახურული არის ნებისმიერ კლუბთან შეძლებენ კონტრაქტის გაფორმებას.

ევროპის და მსოფლიო ფეხბურთის ასოციაციები ამ გამონაკლისს სპეციალურად დაუშვებენ. ამ დროისთვის რუსეთის ჩემპიონატში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.

ესენი არიან: ხვიჩა კვარაცხელია ''რუბინი", ლუკა გაგნიძემ "ურალი", ზურიკო დავითაშვილი ტულის "არსენალი" , ჯიმი ტაბიძე "უფა" , გია გრიგალავა "ხიმკი", ლუკა წულუკიძე "ურალი", ბექა ქავთარაძე და ილია ბერიაშვილი "როტორი".

ასევე რუსულ პრემიერლიგაში რამდენიმე ორმაგი საქართველოს და რუსეთის პასპორტი მქონე ფეხბურთელი ასპარეზობას.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში