თეთრმა სახლმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის და 19 რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

04 მარტი 2022, 09:54 952 ნახვა

თეთრმა სახლმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის,19 რუსი ოლიგარქისა და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ სანქციები დააწესა - ინფორმაცია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თეთრი სახლის განცხადებით, შავ სიაში შეყვანილ პირებს აშშ-ის ფინანსური სისტემიდან გათიშავენ და მათი ქონება დაყადაღდება.

"დღეს აშშ, მოკავშირეებთან ერთად, განაგრძობს სანქციების დაწესებას რუსეთის ელიტის წარმომადგენელთა და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე მისი ბრუტალური შეჭრის მიუხედავად. ამ ადამიანებმა სიმდიდრე მოიხვეჭეს რუსი ხალხის ხარჯზე და ზოგიერთმა მათგანმა ნათესავები მაღალ თანამდებობებზე დანიშნა. სხვები კი მართავენ მსხვილ რუსულ კომპანიებს და პასუხისმგებლები არიან რესურსების მიწოდებაზე, რაც საჭიროა პუტინის უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში