ზელენსკი მკვლელობის მცდელობის სულ მცირე სამ შემთხვევას გადაურჩა - The Times

04 მარტი 2022, 11:05 728 ნახვა

The Times-ის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი მკვლელობის მცდელობის სულ მცირე სამ შემთხვევას გადაურჩა. 

გამოცემის ცნობით, ზელენსკის მოსაკლავად ორი სხვადასხვა დაჯგუფება იყო გაგზავნილი. ერთ-ერთი მათგანი „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული 400-მდე ადამიანი, მეორე კი ჩეჩენი სპეცრაზმი იყო.

გამოცემის ცნობით, ყოველ ჯერზე ზელენსკის მკვლელობის მცდელობა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის იმ თანამშრომლებმა ჩაშალეს, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან.

შაბათს კიევის მისადგომებთან მოხდა ჩეჩენი სპერაზმის ოპერაციის ჩაშლა, უკრაინელებმა მათი ლიკვიდაცია განახორციელეს.

როგორც წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, „ვაგნერის“ დაქირავებულმა რაზმმა კიევში დიდი მსხვერპლი განიცადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში