მოლაპარაკებების მეორე რაუნდი

04 მარტი 2022, 11:03 619 ნახვა

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე ბელარუსში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ რუსულ მედიას განუცხადა. მისი თქმით, მხარეებმა  დეტალურად განიხილეს სამი პუნქტი - სამხედრო, საერთაშორისო და ჰუმანიტარული და მესამე არის კონფლიქტის სამომავლო პოლიტიკური დარეგულირების საკითხი. 

მოახერხეს ზოგიერთ მათგანზე შეთანხმება, მაგრამ მთავარი, რაზეც შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, იყო სამხედრო შეტაკების ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენის საკითხი.

რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროები შეთანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფაზე და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია მოხდება.

ორივე მხარე შეთანხმდა მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე, რომელიც  უახლოეს მომავალში  გაიმართება. უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა არ მოიტანა რაიმე შედეგი, რაც უკრაინას სჭირდებოდა, მაგრამ მან თქვა, რომ არსებობს "გამოსავალი მხოლოდ ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებისთვის".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში