5 ივლისის საქმე

04 მარტი 2022, 14:05 1148 ნახვა

ბრალდების მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების საქმეზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამ საათზე მეტია პროკურატურის მიერ წარდგენილ ნივთიერ მტკიცებულებებს იკვლევენ, ამჯერად თამარ თათარაშვილაზე ძალადობასთან დაკავშირებით.

რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე  მუხლებით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში