რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 28 ბავშვი გარდაიცვალა, 64 კი დაიჭრა - უკრაინის პრეზიდენტის აპარატი

04 მარტი 2022, 17:26 955 ნახვა

ომის მიმდინარეობის, 8 დღის, განმავლობაში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 28 ბავშვი გარდაიცვალა, 64 კი დაიჭრა. ამის შესახებ უცხოური მედია უკრაინის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს.

„განადგურებულია სამშობიარო სახლები, საბავშვო ბაღები და სკოლები. ტერიტორიებზე, რომლებიც ალყაშია და სადაც ხორციელდება დაბომბვები, ამჟამად 1,5 მილიონი ბავშვი იმყოფება. მათ შორის არიან ობოლი და შშმ ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებელ დახმარებას,“- განაცხადა გერასიმჩუკმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში