ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" დიდი ანგარიშით დაამარცხა

04 მარტი 2022, 22:33 1535 ნახვა

ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხა. ეროვნული ლიგის მეორე ტურში ბათუმის ახალ სტადიონზე ორი "დინამოს" დერბი შედგა.

შეხვედრამ აფიშა ნამდვილად გაამართლა და გულშემატკივრმა სანახაობრივი მატჩი იხილა. ანგარიში მე-11 წუთზე ჯოვინო ფალამარიონმა გახსნა და ბათუმელები წინ გავიდნენ.

13 წუთში ჯიღაურამა ჯოვინოს გაატანინა და ბრაზილიელის დუბლით შავიზღვისპირელებმა ტაიმი 2-0 მოიგეს. 64-ე წუათზე კი ჯოვინო ფალამარიონმა შეცვლაზე შემოსულ ირაკლი ბიძინაშვილს გაატანინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3-0 დაფიქსირდა.

დედაქალაქელებს მატჩში რამდენიმე ეპიზოდი ჰქონდათ თუმცა დაცვის ხაზი და მეკარე კუპატაძე მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ორი ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში 6 ქულით გია გეგუჩაძის ბათუმის "დინამო" არის. შემდეგ შეხვედრას ბათუმელები 8 მარტს გასვლაზე გორში "დილას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში