გაყინული ანგარიშები და რუსეთიდან გასული კომპანიები - "რუსეთის ეკონომიკა თავისუფალი ვარდნის რეჟიმშია“

05 მარტი 2022, 13:29 1862 ნახვა

უკრიანაში მიმდინარე ვითარების პარალელურად ქვეყნები სანქციებს უწესებენ რუსეთს. შვეიცარიამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქცირებული რუსებისა და ევროკავშირში რუსული კომპანიების კრიპტოვალუტის აქტივები გაყინა - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იდენტიფიცირებულ იქნა და გაიყინა 223 ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშები და აქტივები.

ამასთან, რუსეთთან თანამშრომლობას და პროდუქციის მიწოდებას წყვეტენ  კომპანიები.  

CNN-ი კიდევ ერთი მედიაკომპანიაა, რომელიც რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს. მანამდე,  რუსეთში მუშაობა შეწყვიტა სხვა უცხოურმა მედიებმა: BBC, CBS  NEWS,  ABC News, Bloomberg.

რუსეთში პროდუქციის შეტანას აჩერებს სამხრეთ კორეული კომპანია „სამსუნგი“. ტექნიკის გაყიდვას წყვეტს რუსეთში Apple. პროდუქციისა და სერვისების ახალ გაყიდვებს წყვეტს რუსეთში Microsoft-ი. რუსეთში საიტი booking.com გაითიშა - მისი მეშვეობით უკვე სასტუმროების დაჯავშნა  შეუძლებელია.

"რუსეთის ეკონომიკა თავისუფალი ვარდნის რეჟიმშია გადასული.- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში