უკრაინის  საზოგადოებრივი მაუწყებლის  ჟურნალისტმა თავი შვილთან ერთად საქართველოს შეაფარა

05 მარტი 2022, 21:52 1400 ნახვა

უკრაინის  საზოგადოებრივი მაუწყებლის  ჟურნალისტი, რომელიც  შვილთან ერთად საქართველოში  1-ელ მარტს ჩამოვიდა, სამშობლოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ჰანა მატვიშინა  მოქალაქეებს დახმარებისკენ  მოუწოდებს.  ამბობს, რომ ისე როგორც არასდროს,  საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინას გვერდით დგომა ახლა სჭირდება.

ამბობს, რომ რუსეთი უკან დახევას არ აპირებს, ომს კი  მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. ყვება, რომ  მშობლები და უფროსი შვილი უკრაინაში იმყოფებიან და განიცდის მათ გამო.

აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები მიწასთან ასწორებენ ყველაფერს,  უკრაინული არხებს, კი გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში