რუსი ტანმოვარჯიშის პროვოკაცია მსოფლიო თასის ეტაპზე

06 მარტი 2022, 12:09 1932 ნახვა

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ რუსს და ბელარუსს სპორტსმენებს ასპარეზობის უფლება არ ჩამოართვა, თუმცა სპორტსმენები ეროვნული დროშის, გერბის და ჰიმნის გარეშე იასპარეზებენ.

სანქციების შემდეგ პირველ ასეთ ტურნირზე რუსი ტანმოვარჯიშე პროვოკაციულად მოიქცა.

ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ მსოფლიოს თასის ერთ-ერთ დისციპლინაში  რუსი ივან კულიაკი მესამე ადგილზე გავიდა. 

20 წლის სპორტსმენმა დროშის ადგილზე კი ასო "Z" დაიწერა.

ეს სიმბოლო კი უკრაინაში შეჭრილ რუსულ ტანკებსა და სამხედრო ტექნიკაზე არის გამოსახული და პუტინის მომხრე აქტივისტებიც ხშირად იყენებენ.

ამ პროვოკაციას რა თქმა უნდა დიდი აღშფოთება მოჰყვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კულიაკი  დაისჯება თუ არა. 

აქვე გეტყვით რომ კვარცხლბეკის უმაღლეს მწვერვალზე უკრიანელი ტანმოვარჯიშე ილია კოვტუნი ავიდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში