ისრაელის პრემიერის შეხვედრა პუტინთან - რაზე ისაუბრეს კრემლში

06 მარტი 2022, 13:38 1300 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კრემლში 3 საათს გაგრძელდა. მხარეებმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა  განიხილეს. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კი ნაფტალი ბენეტი ტელეფონით ვოლოდიმირ ზელენკის ესაუბრა.

ისრაელის მედის ინფომაციით,  ბენეტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა აშშ-თან, გერმანიასთან და საფრანგეთთან კოორდინაციით და კიევის ინფორმირებით გამართა.

მათივე ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრაზე  ბენეტმა უკრაინაში ებრაული საზოგადოებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, ასევე განიხილა ვენაში ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები.

ისრაელის პრემიერი ბერლინში გერმანიის კანცლერსაც შეხვდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში