ბორის ჯონსონი  „საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიციის“ შექმნის ინიციატივით გამოდის

06 მარტი 2022, 13:44 1257 ნახვა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან დასაპირისპირებლად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ახალი ექვსპუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც უკრაინის დასახმარებლად „საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიციის“ შექმნას და  უკრაინის თავდაცვის მიმართულებით დახმარების გაძლიერებას გულისხმობს.

მესამე პუნქტადაა განხილული ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა რუსეთზე.

ის ასევე ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას უკრაინაში რუსეთის ქმედებების „მცოცავი ნორმალიზაცია“.

გეგმაში ასევე ვკითხულობთ, რომ საომარი მოქმედებების დასასრულებლად ნებისმიერი დიპლომატიური ძალისხმევა უნდა მიმდინარეობდეს უკრაინის ლეგიტიმური წარმომადგენლის მონაწილეობით.

ჯონსონი მეხუთე საკითხად წერს, რომ  საჭიროა ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერება და სასწრაფო კამპანია ნატოს ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ცნობილია, რომ ხვალ ბორის ჯონსონი გეგმას  კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან და ჰოლანდიის პრემიერ- მინისტრ მარკ რუტესთან ერთად განიხილავს, რომლებიც ლონდონში იმყოფებიან.

სამშაბათს ჯონსონი ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების - ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ლიდერებს უმასპინძლებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში