რუსეთ-უკრაინის ომს უკვე 38 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

06 მარტი 2022, 15:12 1151 ნახვა

24 თებერვალს რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 38 ბავშვი. დაშავდა 707 ადამიანი. მონაცემებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა ბიუროს ცნობით, მსხვერპლის უმეტესობა დიდი ფართობის ასაფეთქებელი იარაღით, მათ შორის მძიმე არტილერიით და მრავალჯერადი სარაკეტო თავდასხმებით, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით არის გამოწვეული.

11-დღიანი ომის ფონზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი ცდილობს უკრაინის დატოვებას. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის განცხადებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში მეზობელ ქვეყნებში უკრაინიდან მილიონნახევარზე  მეტი ადამიანი გადავიდა.

 ფილიპო გრანდის ცნობით, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი გახდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში