ომის ქრონიკა - მე-11 დღე

06 მარტი 2022, 20:30 1290 ნახვა

ომის მეთერთმეტე დღე უკრაინაში და მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოლოდინი. ხვალ მხარეები რიგ საკითხებზე შეთანხმებას შეეცდებიან.

რუსეთი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები შესრულდება. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მოლაპარაკების მეორე რაუნდის ერთადერთი შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა, უკრაინელებმა ჰუმანიტარული დერეფნით ვერ ისარგებლეს, რადგან რუსეთმა დუმილის რეჟიმი კვლავ დაარღვია და ცეცხლი გახსნა.

გავრცელებული ინფორმაციით,  ქალაქ ირპენში აგრესორებმა  ნაღმმტყორცნები ესროლეს ხიდს, რომლის გავლითაც მშვიდობიანი მოქალაქეები ქალაქიდან გასვლას ცდილობდნენ.  დაღუპულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში