რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვას ჰააგის საერთაშორისო სასამართლო  დღეს იწყებს

07 მარტი 2022, 10:28 871 ნახვა

დღეიდან ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვას  იწყებს. უკრაინა სასამართლოს მიმართავს, გამოიტანოს საგანგებო გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს მოსთხოვს, უკრაინაში შეჭრა შეაჩეროს.

უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ მოსკოვის მიერ თავდასხმის გამართლება ეფუძნება გენოციდის კანონის არასწორ ინტერპრეტაციას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია საჭიროა ადამიანების დასაცავად, რომლებიც ბულინგსა და გენოციდს განიცდიან.''

უკრაინის მიერ ჰააგის სასამართლოში შეტანილ სარჩელში ხაზგასმულია, რომ გენოციდის შესახებ განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და არ იძლევა შეჭრის სამართლებრივ დასაბუთებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში