მარტის ბოლომდე „ფაიზერის“ ვაქცინების ახალი პარტია შემოვა - ჯანდაცვის მინისტრი

07 მარტი 2022, 12:28 973 ნახვა

მარტის ბოლომდე „ფაიზერის“ ვაქცინების ახალი პარტია შემოვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა  განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით პიკი გადავლილია, რაზეც ასევე მიუთითებს ჰოსპიტალიზაციის მკვეთრად შემცირებული მაჩვენებელი.

„ჩვენ პიკი ნამდვილად გადავიარეთ. დღეს ინფიცირების შემთხვევები უკვე 1000-ზე ნაკლები გვქონდა. შემცირების ტემპი ისევ გაგრძელდება. რაც შეეხება ტესტირებების შემცირებას, ამის გამო არ არის ინფიცირებულების რაოდენობა შემცირებული.

ჩვენ აქტიურად ვუყურებთ თუ რამდენი ჰოსპიტალიზაციაა ყოველდღე და თუ ნახავთ, ეს მაჩვენებლებიც საკმაოდ შემცირებულია. თუ თებერვლის შუა რიცხვებში გვქონდა 6000-მდე ათვისებული საწოლი ჰოსპიტალში. დღეს უკვე 2000-მდე ჩამოვედით, ესეც მკვეთრად მიუთითებს იმაზე, რომ ეს პიკი გადავლილია და ქვეყანა მიდის დამშვიდებისკენ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი უნდა გაიზარდოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში