ომის საწინააღმდეგო აქციები რუსეთში

07 მარტი 2022, 10:05 677 ნახვა

ვინც რუსეთის აგრესია რუსეთშივე გააპროტესტა, დაკავებულია. აქციაზე ომის დაწყებიდან დღემდე ათი ათასზე მეტი ადამიანი, უმრავლესობა კი მოსკოვსა და პეტერბურგში დააკავეს. უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, დემონსტრანტები რუსეთის 53 ქალაქში დააპატიმრეს.

გუშინ, მოსკოვში ხალხი დააკავეს მანეჟის მოედანზე, ქალაქის ცენტრში და მის მისადგომებთან. პოლიციელებმა ალყა შემოარტყეს მომიტინგეებს, ადამიანების ნაწილმა კორდონი გაარღვია და გაიქცა. მოსკოვში, დაკავებული ადამიანებით სავსე ავტომობილი ბოძს შეეჯახა.

თვითმხილველის თქმით, ავტობუსში 27 ადამიანი იყო, მათგან 11 დაშავდა. სანქტ-პეტერბურგში კი მასობრივად აკავებდნენ ომის საწინააღმდეგო მიტინგის მონაწილეებს და შემთხვევით გამვლელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში