ჩვენი მეგობრებისთვის სასიამოვნოა ისხდნენ კაფეში და უყურონ უკრაინის ქალაქების ფოტოებს, რომლებიც ნადგურდება - პოდოლიაკი

07 მარტი 2022, 13:12 1202 ნახვა

როგორც ჩანს, ჩვენი მეგობრებისთვის სასიამოვნოა, რომ ისხდნენ მყუდრო კაფეში პარიზში, ბერლინში, ნიუ-იორკში ან ბუდაპეშტში - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„როგორც ჩანს, ჩვენი მეგობრებისთვის სასიამოვნოა, რომ ისხდნენ მყუდრო კაფეში, პარიზში, ბერლინში, ნიუ-იორკსა და ბუდაპეშტში, ნელ-ნელა სვამენ ყავას კრუასანთან ერთად და უყურებენ უკრაინის ქალაქების ფოტოებს, რომლებიც სწორედ იმ მომენტში ნადგურდება, მაგრამ ჩვენი ქალაქები, მომაკვდავი, კვლავ იბრძვიან“, - წერს პოდოლიაკი.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა დასავლელ პარტნიორებს უკრაინის საჰაერო სივრცის დაკეტვისკენ მოუწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში