რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სიაში საქართველო არ შეიყვანა

07 მარტი 2022, 15:43 3299 ნახვა

რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების სია დაამტკიცა. ბრძანებას რუსეთის პრემიერ-მინისტრი  აწერს ხელს. სიაში შედიან სახელმწიფოები და ტერიტორიები, რომლებიც „რუსეთის ფედერაციის, რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ არამეგობრულ საქმიანობას ეწევიან“.

ეს ქვეყნებია: ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, გაერთიანებული სამეფო (მათ შორის ჯერსი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, გიბრალტარი)

ევროკავშირის წევრი ქვეყნები: ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეის რესპუბლიკა, სან მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, იაპონია.

Tass-ის ინფორმაციით, ამ ქვეყნებმა დააწესეს ან შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. 

მთავრობის განკარგულების თანახმად, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები, სახელმწიფო, რეგიონები და მუნიციპალიტეტები, რომლებსაც  უცხოელი კრედიტორების მიმართ, არამეგობრული ქვეყნების სიიდან,  აქვთ სავალუტო ვალდებულებები შეუძლიათ რუბლებში გადაიხადონ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში