ქალთა პრობლემები - შეხვედრა ბათუმში

07 მარტი 2022, 14:37 1022 ნახვა

ქალთა კვირეულის ფარგლებში ბათუმში შეხვედრა გაიმართა. ადრეული ქორწინება, იძულებითი აბორტი, სექსუალური შევიწროება, შრომით-სამართლებრივი უფლებები, შვებულებისა და ანაზღაურების გაცემის პრობლემა - ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რომლებზეც შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე კერძო კომპანიების მიერ მიღებულ დისკრიმინაციულ გადაწვეტილებებზე. კერძოდ,  პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარის თქმით, დამსაქმებლები ხშირ შემთხვევაში უარს ეუბნებიან სამსახურში მიღებაზე ქალებს, რომლებიც არიან ორსულად ან კიდევ აპირებენ შვილის გაჩენას.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში