უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ანტალიაში შეხვდებიან - ჩავუშოღლუ

07 მარტი 2022, 17:15 1311 ნახვა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, 10 მარტს ანტალიაში შეხვედრა გაიმართება, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიღებენ მონაწილეობას.

მინისტრმა განმარტა, რომ შეხვედრა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გაიმართება.

„ჩვენი მთავარი მიზანი კონფლიქტების შეჩერებაა. უკრაინიდან ჩვენ 12 ათასი მოქალაქის ევაკუაცია განვახორციელეთ. სამმხრივ სამიტს გავმართავთ ხუთშაბათს, 10 მარტს. ჩვენ დიდი ძალისხმევა გამოვიჩინეთ მხარეთა შეხვედრის უზრუნველსაყოფად. ლავროვმა განაცხადა, რომ მზად არის, დაესწროს ანტალიაში გასამართ შეხვედრას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ ასევე განაცხადა, რომ დაესწრება“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუმ იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობაში შეიტანს წვლილს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვედრის ჩატარება 4 მარტსაც შესთავაზა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში