ენმ-ის წევრების სასამართლო პროცესი

07 მარტი 2022, 18:40 1562 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ საკრებულოს წევრს ლაშა კილაბერიას 2000 ლარიანი  ჯარიმა დააკისრა, ასევე ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენად დაასახელა  გიორგი ნაგერვაძე და მასაც 2000 ლარის გადახდა მოუწევს. მამუკა ჯევაიში ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრზე  კი  შეწვიტა საქმის წარმოება. ლაშა კილაბერიას განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამათლოს მოსამართლის  ალექსანდრე გოგოუაძის გადაწვეტილება მისთვის მოსალოდნელი იყო,  მისივე თქმით  ისინი არ აპირებენ    ამ თანხის გადახდას, გადაწვეტილებას კი გაასაჩივრებენ. პოლიციამ  19 თებერვალს, ბათუმში, ჰილტონთან  ოპოზიციის 6 წევრი დააკავა, მათ შორის იყო  ლაშა კილაბერია, გიორგი ნაგერვაძე და მამუკა ჯევაიში.  ისინი ამ დღეს, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რომელიც ჰულტონში შეხვედრას მართავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში