ომის მე-12 დღე უკრაინაში

07 მარტი 2022, 19:54 1520 ნახვა

რუსეთი ომის შეწყვეტის პირობებს ასახელებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეწყდეს,მაგრამ ამის ნაცვლად ოფიციალურმა კიევმა რუსეთის მიერ განსაზღვრული პირობები უნდა შეასრულოს, რომელთა შორის არის უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა, კონსტიტუციაში ნეიტრალური სტატუსის გაწერა, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში აღიარება და "ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარება. ევროკავშირი კი უკრაინას წევრობის განაცხადის განხილვას უახლოეს დღეები ჰპირდება.  ომის მე-12 დღეს ისევ იბომბება უკრაინის  ქალაქები და ისევ ისმის განგაშის სიგნალი. განადგურებულია ათასობით კორპუსი და რამდენიმე სავადმყოფო

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში