ქობულეთის "შუქურამ" მეორე შეხვედრაც მოიგო

07 მარტი 2022, 22:04 1484 ნახვა

ქობულეთის "შუქურამ" ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე შეხვედრაც მოიგო. მეორე ტურის შეხვედრაში ქობულეთლებმა "ვიტ ჯორჯია" 3-0 დაამარცხეს და ცხრილის სათავეში დარჩნენ.

მატჩში ანგარიში 35-ე წუთზე ნიკოლოზ ბაშალეიშვილმა გახსნა და "შუქურამ" ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო. 

მატჩის მიწურულს რევაზ გოცირიძის გუნდმა კიდევ ორი გოლი გაიტანა. დუბლი ლევან ინგოროყვას ანგარიშზეა.
89-ე წუთზე ლევანმა პენალტით სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კიდევ გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა.

ორი მატჩის შემდეგ ქობულეთის "შუქურას" 6 ქულა აქვს და ლიგა 2-ის ცხრილის ლიდერია.

შემდეგ შეხვედრას გოცირიძის გუნდი 14 მარტს სამტრედიაში ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 15:00 ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში