''ფიფამ'' რუსეთიდან ლეგიონერების წასვლას მწვანე შუქი აუნთო

08 მარტი 2022, 00:47 1537 ნახვა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს უფლება მისცა, დროებით შეაჩერონ რუსულ კლუბებთან მოქმედი კონტრაქტები და სხვა გუნდებში გადავიდნენ.

ეს გამონაკლისი რუსეთში მოღვაწე მწვრთნელებსაც შეეხებათ. ფეხბურთელებს ახალ კლუბებთან ყოველგვარი ჯარიმის გარეშე შეეძლებათ ხელშეკრულების გაფორმება. გამონაკლისი 30 ივნისამდე იმოქმედებს.

კლუბებს რუსეთიდან წამოსული ფეხბურთელების გაფორმებამდე კი 7 აპრილამდე შეეძლებათ. ეს წესი იმოქმედებს უკრაინაშიც, რადგან ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

"წესის დროებითი ცვლილება გამოწვეულია არაორდინარული სიტუაციით, რომელიც გამოწვეულია უკრაინაში ომით", - წერია "ფიფას" განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა მოხდება 30 ივნისის შემდეგ. რუსეთის მთავარ ლიგაში სულ 120 ლეგიონერი თამაშობს, მათ შორის 6 ქართველი ფეხბურთელია - ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), ჯიმი ტაბიძე (უეფა), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი), გია გრიგალავა (ხიმკი), ლუკა წულუკიძე (ურალი) და ლუკა გაგნიძე (ურალი). რამდენიმე მოთამაშემ კი რუსული კლუბები უკვე დატოვეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში