სუმზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპულთა შორის არიან ბავშვები

08 მარტი 2022, 10:26 1113 ნახვა

ომი უკრაინაში და რუსეთის აგრესიის მეცამეტე დღე. გვიან ღამით უკრაინის ქალაქ სუმზე და მის მიმდებარე გარეუბანზე საჰაერო თავდასხმები განხორციელდა. არიან დაღუპულები, მათ შორის ბავშვებიც.

სუმის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით, 23:00 საათის შემდეგ, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დარტყმები ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქზე განახორციელეს.

''სამწუხაროდ, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები, დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, ბავშვებს კლავენ. ჩვენ ამას არასოდეს ვაპატიებთ“, - განაცხადა ჟივიცკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში