უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებას ახლო მომავალში არ ველოდები - ემანუელ მაკრონი

08 მარტი 2022, 08:28 816 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებას უახლოეს მომავალში არ ელის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათის, რომ თავიდან ავიცილოთ საომარი მოქმედებების ესკალაცია და გაფართოება უკრაინაში.

„აუცილებელია ლიდერებთან დიალოგის გაგრძელება, უთანხმოების დაფიქსირებაც კი, რადგან ერთ დღეს მოგვიწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. ჩვენ ყოველთვის პატივისცემით უნდა მოვექცეთ რუსეთს და რუს ხალხს“, - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში