ხულოში ალტ-ინფოს ოფისი გახსნის დღესვე დაატოვებინეს

08 მარტი 2022, 12:42 2053 ნახვა

ხულოში ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებულ პარტიას, ''კონსერვატიულ მოძრაობას'' ოფისი გახსნის დღესვე დაატოვებინეს. გადაწყვეტილება ფართის მესაკუთრემ მიიღო. 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პარტიის იდეოლოგიის შესახებ გაიგო, მათთვის ფართის მიქირავებაზე უარი თქვა. 

''მოლაპარაკებული ვიყავით და უნდა შესულიყო, მაგრამ არ ვიცოდით ვინ იყო. როცა გავარკვიეთ დაფინანსებასთან დაკავშირებით, მერე უარი ვუთხარით. გადაწყვეტილება მე მივიღე, რადგან ეს იყო პრორუსული ორგანიზაცია'' - ამბობს ფართის მეპატრონე. 

გახსნის შემდეგ, ალტ-ინფოს ოფისს წითელი საღებავი შეასხეს გორში, ახალციხეში კი ბანერზე წარწერები გააკეთეს. ალტ-ინფომ პოლიტიკური პარტია 20 ნოემბერს დააფუძნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში