ჰააგის სასამართლო უკრაინის სარჩელის განხილვას აგრძელებს

08 მარტი 2022, 10:52 1145 ნახვა

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო დღეს გააგრძელებს რუსეთის წინააღდეგ უკრაინის სარჩელის განხილვას. სხდომაზე დღეს რუსეთის წარმომადგენელს საშუალება ექნება პოზიცია  წარმოადგინოს - თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა პროცედურებს ბოიკოტი გამოუცხადა. 

უკრაინა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს სთხოვს რუსეთის მიმართ გასცეს ორდერი, რათა მოსკოვმა "დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები", რომლებიც მან 24 თებერვალს დაიწყო.

კიევი მოგონილს უწოდებს რუსეთის მიერ შეჭრისთვის წამოყენებულ საბაბს, რომ ის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტებით კონტროლირებულ ლუგანსკში და დონეცკში "გენოციდის" აღკვეთას ესწრაფვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში