მომავალი წლიდან ორი ახალი ორსართულიანი მატარებელი იმოძრავებს

25 დეკემბერი 2016, 00:00 3405 ნახვა

მომავალი წლიდან თბილისიდან - შავი ზღვის კურორტების მიმართულებით შვეიცარული  კიდევ ორი ახალი ორსართულიანი მატარებელი იმოძრავებს. როგორც „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განმარტა, ახალი მატარებლები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით, რომლებიც ყველა სტანდარტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.   2017 წლიდან საქართველოს ჯამში 4 შტალდერის მოდელის ორსართულიანი მატარებელი ეყოლება.

ამავე კატეგორიაში