კანცელარიასთან აქციაზე აქტივისტები დააკავეს

08 მარტი 2022, 10:55 1018 ნახვა

გვიან ღამემდე გაგრძელდა აქცია რუსთაველის გამზირზე. შეკრებილების მთავარი მოთხოვნები იყო, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან; აიკრძალოს რუსული მედია; დაიკეტოს ცა რუსეთისთვის. აქცია  სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზებით გაიმართა, მათ  რუსთაველის გამზირზე უკრაინის დროშა გაშალეს. მოგვიანებით  კი  კანცელარიასთან გადაინაცვლეს.    

აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით ტუალეტის ქაღალდები ისროლეს. სამართალდამცველებმა 4 აქტივისტი გიორგი მჟავანაძე, გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე და ზუკა ბერძენიშვილი  დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში