ჰუმანიტარული დახმარება

08 მარტი 2022, 11:10 1368 ნახვა

ბათუმში ფარნავაზ მეფის 46 ნომერში მოქალაქეები უკრაინისთვის ჰუმანიტარულ ტვირთს აგროვებენ.  შეგროვდა  მედიკამენტები, ტანსაცმელი, საკვები ბავშვებისთვის, ცხოველებისთვის,  პირველადი მოხმარების ნივთები, ჰიგიენური საშულებები,  და სხვა საჭირო  პროდუქტები. 

მოხალისეები შეგროვებულ პროდუქტებს ახარისხებენ და გასაგზავნად ამზადებენ. ჰუმანიტარული შტაბიდან უკრაინაში 8 ტონა ტვირთი უკვე  გაიგზავნა.  შტაბი ასევე  დევნილების დაბინავებასაც უზრუნველყოფს.

ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის, ბელორუსიისა და საქართველოს წარმომადგენლების ერთობლივი ძალებით  გროვდება. 

აჭარაში მოქმედებს ცხელი ხაზი - 577 -90 -90 - 93. საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს  კერძო სექტორთან კოორდინაციით ეწევათ შესაბამისი დახმარება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში