ქუთაისში გამართულ აქციაზე შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი ბათუმში გაიგზავნა

08 მარტი 2022, 13:43 1553 ნახვა

ქუთაისში, 6 მარტს გამართულ აქციაზე შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი ბათუმში გაიგზავნა. ბათუმიდან კი 5 ტონამდე ტვირთი: ტანსაცმელი, წამლები და სხვადასხვა ნივთები უკრაინაში გაიგზავნება.

ქალაქში არაერთი პუნქტია, სადაც მოქალაქეებს ჰუმანიტარული ტვირთვის მიტანა შეუძლიათ. პროცესში სახელმწიფოს გარდა კერძო სექტორი და სასწავლო დაწესებულებებიცაა ჩართული.

ქუთაისის მერიის მიერ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილ საგანგებო ფონდში მოქალაქეებმა 50 000 ლარამდე გადარიცხეს.

ომში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის გროვდება სისხლიც. სისხლის უანგარო დონაციის მსურველები უნდა დარეგისტრირდეს  ბმულზე: https://bit.ly/3HIxPys

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში