ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია ''შელი"' რუსულ ნავთობსა და გაზზე უარს ამბობს

08 მარტი 2022, 15:20 1097 ნახვა

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია Shell-ი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარს ამბობს - ამის შესახებ Bloomberg წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, კომპანია ეტაპობრივად შეაჩერებს ​რუსეთიდან ნავთობისა და გაზის მიღებას. 

კომპანიის განცხადებაში წერია, რომ პირველ ეტაპზე შეწყდება რუსული ნედლი ნავთობის შეძენა და კომპანია დახურავს რუსეთში არსებულ მომსახურების სადგურებსა საავიაციო საწვავის წარმოებას. კომპანია ასევე ბოდიშს იხდის, გასულ კვირას განხორციელებული შენაძენისთვის, რის გამოც „შელი“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მკაცრად გააკრიტიკა.

"მიუხედავად იმისა, რომ შეძენა განხორციელდა მიწოდების უსაფრთხოების გათვალისწინებით, ეს არ იყო სწორი და ბოდიშს ვიხდით," – ნათქვამია განცხადებაში.  

რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარს აცხადებს კომპანია ბრიტიშ პეტროლიუმიც.

ევროპის უმსხვილესმა ნავთობკომპანია "შელმა" რუსეთისგან ნედლი ნავთობის პარტია რეკორდული ფასდაკლებით შეიძინა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში