ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის საქველმოქმედო აქცია

08 მარტი 2022, 14:16 839 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის საქველმოქმედო აქცია. თეატრში 3 მარტიდან ჰუმანიტარული დახმარება გროვდება. ამანათს ხვალიდან ქალაქ დნეპრში გააგზავნიან, ბათუმის დასთან  დამეგობრებულ  პარტნიორ  უკრაინულ თეატრში.  

შეგროვილ ნივთებს შორის არის ტანსაცმელი, მედიკამენტები და არამალფუჭებადი საკვები. 

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად კიდევ ერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

10 მარტს ბათუმის თოჯინების თეატრი უკრაინისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო საღამოს გამართავს. დასი წარადგენს სპექტაკლს “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წარმოდგენაზე დასწრება უფასოა, შეგროვდება  შემოწირულობა, რაც  უკრაინულ ფონდში გადაირიცხება.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში