ბათუმში ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა

08 მარტი 2022, 14:39 3323 ნახვა

დღეს ბათუმში ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის ნაკრების წევრებმა ბათუმელმა ბაგრატ ჟღენტმა და მისმა მეწყვილემ გიორგი ტალახაძემ, ერთი წლის წინ უკრაინელების მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესეს.

ქართველმა სტრონგმენებმა სატვირთო მატარებლის ათი ვაგონი, რომლის საერთო წონა 240 ტონას შეადგენდა, დაფიქსირებულ შედეგზე ერთი მეტრით წინ გასწიეს და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს.

თუმცა აღსანიშნავი უფრო ისაა, რომ ქართველმა ძალოსნებმა უკრაინელების შედეგი სრული 100 ტონით გააუმჯობესეს.

როგორც ქართველი სპორტსმენები ამბობენ, სამომავლოდ ახალი რეკორდების დამყარებას გემისა და ბოინგის გაწერას გეგმავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში