პასუხისმგებლობა გვაკისრია, უზრუნველვყოთ, რომ კონფლიქტი უკრაინის ფარგლებს არ გასცდეს - იენს სტოლტენბერგი

08 მარტი 2022, 17:32 914 ნახვა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სანდო ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, რომ უკრაინაში სამოქალაქო პირები რუსეთის სამიზნეა.

მან მოსკოვს კონფლიქტის დასრულებისკენ მოუწოდა.

„მოკავშირეები უკრაინას თავდაცვის ფუნდამენტური უფლების დაცვაში ეხმარებიან. საუბარია მილიარდობით ევროს ოდენობის მხარდაჭერაზე, საზღვრების გახსნასა და ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევაზე. ტანჯვა, რომელსაც ახლა უკრაინაში ვხედავთ, საშინელია. ეს ყველა ჩვენგანზე მოქმედებს. პასუხისმგებლობა გვაქვს, უზრუნველვყოთ, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს და უკრაინის ფარგლებს გარეთ არ გავრცელდეს, რადგან ეს კიდევ უფრო საშიში, გამანადგურებელი და მომაკვდინებელი იქნება. სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს. იმისათვის, რომ მოსკოვში არასწორ გათვლებს ადგილი არ ჰქონდეს, ნატომ მნიშვნელოვნად გააძლიერა ჩვენი წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. 

მისივე თქმით, უკრაინიდან 2 მილიონი ადამიანი გაიქცა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში