ოკუპანტებმა ცეცხლი სიჩუმის საათის დროს გახსნეს

08 მარტი 2022, 18:00 1104 ნახვა

სუმიში ეგრეთ წოდებული მწვანე დერეფნებით მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ჩაიშალა. საოლქო ცენტრიდან გამოსასვლელს ოკუპანტების ტანკები ცეცხლს უხსნიან. ახლა ქალაქიდან გასავლელში ბრძოლები მიმდინარეობს. ბლოკპოსტებიდან, სადაც  ადგილობრივი ტერიტორიული თავდაცვის ძალებია განთავსებული, საავტომობილო ტრანსპორტი უკან ქალაქში ბრუნდება. ადამიანები,  რომლებიც ქალაქიდან გამგზავრებას აპირებდნენ, ფეხით პირადი ნივთებით და ჩემოდნებით უკან სუმიში ბრუნდებიან.  უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ  დღეს სუმიდან პოლტავაში ჰუმანიტარული დერეფანი იყო ორგანიზებული. დილით ევაკუაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ახლა სუმიდან გამგზავრებული ერთ-ერთი საევაკუაციო ავტოკოლონა უკვე შევიდა პოლტავის ოლქის ტერიტორიაზე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში