რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად მუშაობს - ბორელი

08 მარტი 2022, 18:13 1159 ნახვა

პუტინი პროპაგანდისტულ მანქანას საკუთარი მოსახლეობის მიმართაც იყენებს და მალავს უკრაინაში შეჭრის ჭეშმარიტ მიზეზებს. - ამბობს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. როგორც ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, პუტინი დეზინფრომაციული კამპანიით, ევროპული ინსტიტუტების შერყევასა და დესტაბილიზაციას ცდილობს, ამის მაგალითად კი, მან ვაქცინა მოიყვანა, კონკრეტულად კი რუსეთში წარმოებული "სპუტნიკი". „ბომბავენ სახლებს, სკოლებს საბავშვო ბაღებს მშვიდობიან მოსახლეობას. კრემლმა დაბლოკა "ტვიტერი" და სხვა სოციალური ქსელები. მათ აამოქმედეს კანონი - სამხედროებზე დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, ადამიანები ციხეში წავლენ.“ - აცხადებს ბორელი

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში