აშშ-ში რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტს აკრძალავს

08 მარტი 2022, 18:27 632 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სავარაუდოდ, დღეს რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის აშშ-ში იმპორტირების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "CNN"-ი  წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის ენერგორესურსების წინააღმდეგ ზომებს მისი ევროპელი მოკავშირეების გარეშე მიიღებს, ვინაიდან ევროპულ ქვეყნებს შორის უთანხმოებაა იმის თაობაზე, აიკრძალოს თუ არა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში