მიგრანტების უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ ბათუმში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა

25 დეკემბერი 2016, 00:00 3025 ნახვა

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ “ინტელექტი”-ს ორგანიზებით თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ ბათუმში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. კვალიფიციურმა იურისტმა ისმაილ ჰათიფოღლუმ მეზობელ სახელმწიფოში არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ რისკებსა და იმ საკანონმდებლო ჩანაწერებზე ისაუბრა, რომელიც ასეთ პირებს შრომითი ექსპლოატაციისგან იცავს. სწავლების ფარგლებში საუბარი შეეხო თურქეთის რესპუბლიკაში ლეგალურად დასაქმების ნებართვის მიღებისთვის საჭირო პროცედურებსა და ტრეფიკინგის თავიდან აცილების მეთოდებსაც. 

ამავე კატეგორიაში